მთავარითემები „მ“მიტევება

მიტევება

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 6:14-15
    ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
  2. 1 იოანეს 1:9
    თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.
  3. ესაია 43:25-26
    მე ვარ, მე ვარ ის, რომელიც რეცხავს შენს დანაშაულებებს ჩემი გულისათვის, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.  გამახსენე, ერთად განვსაჯოთ; ილაპარაკე, რათა გამართლდე.
  4. მათეს 18:21:22
    მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?” უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
  5. საქმეები 3:19
    აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები.
  6. ესაია 1:18
    მოდით და ვიკამათოთ,” – ამბობს უფალი. – „ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა.
  7. 2 კორინთელთა 5:17
    მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.
  8. ეფესელთა 4:32
    მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა.
  9. ეფესელთა 1:7
    რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
  10. ებრაელთა 10:17
    ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.
  11. დანიელი 9:9
    უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის მოწყალება და პატიება, ჩვენ კი ავუჯანყდით მას.
  12. კოლოსელთა 1:13-14
    რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება,
  13. ფსალმუნები 102:12
    როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
  14. რიცხვნი 14:19-21
    მიუტევე, გთხოვ, ეს დანაშაული ამ ხალხს შენი დიადი მოწყალებისამებრ, როგორც მიგიტევებია ამ ხალხისთვის ეგვიპტიდან ვიდრე აქამდე.” და უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია შენი სიტყვისამებრ. მაგრამ, ცოცხალი ვარ, და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
  15. მიქა 7:18-19
    რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ; დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას.
  16. მათეს 6:12
    და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.
  17. მარკოზის 11:25
    როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი.
  18. მათეს 26:28
    ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.

← ყველა თემა „მ“-ზე