მთავარითემები „მ“მიმსგავსება

მიმსგავსება

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 40:18
    ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
  2. ესაია 40:25
    და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
  3. ესაია 46:5
    ვის მიმამსგავსებთ, გამიტოლებთ ან შემადარებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?
  4. მათეს 11:16
    მაგრამ ვის მივამსგავსო ეს თაობა? ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მოედანზე სხედან, სხვებს გასძახიან
  5. ლუკას 7:31
    და თქვა იესომ: „ვის ვამსგავსო ეს თაობა, ვისი მსგავსნი არიან ისინი?
  6. ლუკას 6:47
    ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
  7. გოდება 2:13
    რა გითხრა, ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი უბედურება; ვინ განგკურნავს?
  8. მათეს 18:23
    ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
  9. მათეს 13:24
    სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: „ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.
  10. მათეს 13:31
    სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში.
  11. მათეს 20:1
    რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
  12. მათეს 22:2
    ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
  13. მათეს 25:1
    მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ.
  14. მათეს 25:14
    ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა.
  15. ლუკას 13:18-19
    მან თქვა: „რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი?  მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.

← ყველა თემა „მ“-ზე