მთავარითემები „მ“მექრთამეობის შედეგები

მექრთამეობის შედეგები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 25:10
    რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
  2. გამოსვლა 23:8
    და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულებს და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.
  3. ესაია 1:23
    შენი მთავარნი განდგომილნი და ქურდთა მეგობარნი არიან; მათ ყველას ქრთამი უყვართ და საზღაურს ედევნებიან, ობოლს არ ასამართლებენ სამართლიანად და ქვრივის საქმე არ აღწევს მათთან.
  4. ამოსი 5:12
    რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.
  5. ამოსი 2:6
    ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის.
  6. იგავნი 17:23
    ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
  7. იგავნი 29:4
    მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, მექრთამე კაცი კი ანადგურებს.

← ყველა თემა „მ“-ზე