მთავარითემები „მ“მეორე სიკვდილი

მეორე სიკვდილი

4 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოცხადება 2:11
    ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.გამოცხადება 20:6 ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი; მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს; ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს.
  2. გამოცხადება 20:14
    სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
  3. გამოცხადება 21:8
    ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
  4. იუდა 1:12
    ისინი ლაქებად ჩანან თქვენი სიყვარულის სერობებზე; თავხედურად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ საკუთარ თავს; ქარის მიერ მიმოფანტული უწყლო ღრუბლები, შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის გამხმარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი;

← ყველა თემა „მ“-ზე