მთავარითემები „მ“მედიდურობა

მედიდურობა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავები 16:18
    დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას - ქედმაღლობა.
  2. 2 მეფეთა 22:28
    დაჩაგრულ ხალხს შველი, ქედმაღლებს კი მზერით დაამდაბლებ;
  3. ესაია 3:16
    ამბობს უფალი: "რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებულნი დადიან მაცდური თვალებით, ლაღად ცუნცულებენ და ფეხთა მოსართავებს აჟღარუნებენ.
  4. ესაია 16:6
    გაგონილი გვაქვს მოაბის ამპარტავნება, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მედიდური წყრომა - ფუჭია მისი ტრაბახი.
  5. ესაია 24:4
    გლოვობს და დაჭკნა დედამიწა, მიილია და გახმა ქვეყნიერება, გაქრნენ ქვეყნის წარჩინებულნი.
  6. იერემია 48:29
    გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, უზომო სიამაყე და დიდგულობა.
  7. სოფონია 3:11
    აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე;
  8. იგავები 18:12
    დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას - თავმდაბლობა.
  9. ესაია 10:12
    და იქნება, როცა დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინღა მოინახულებს აშურის მეფის დიდგულობის ნაყოფს და მისი ქედმაღლური მზერის შედეგს.
  10. ფსალმუნები 30:23
    შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.
  11. 2 ტიმოთეს 3:4
    მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი,
  12. იგავები 130:1
    უფალო, არ გავდიდგულებულვარ და ჩემი თვალები მაღლა არ ამიწევია; არც დიდ და მიუწვდომელ საქმეებში ჩავრეულვარ;

← ყველა თემა „მ“-ზე