მთავარითემები „მ“მძიმე ტვირთი

მძიმე ტვირთი

22 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 11:28
    მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!
  2. გამოსვლა 23:5
    თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
  3. 1 მეფეთა 12:11
    მაშინ მოავლინა უფალმა იერუბაყალი, ბედანი, იფთახი და სამუელი და გამოგიხსნათ გარშემო მტრების ხელიდან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
  4. 1 მეფეთა 12:14
    თუ უფლის შიში გექნებათ, მას ემსახურებით, მის ხმას მოუსმენთ და არ ეურჩებით უფლის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
  5. გოდება იერემიასი 3:27
    სიკეთე კაცს, რომელმაც თავისი უღელი ზიდა სიჭაბუკეში,
  6. მათეს 23:4
    კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.
  7. ლუკას 11:46
    მან კი უთხრა: ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
  8. ამოსი 2:13
    აჰა, ისე გაგჭყლეტთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჭყლეტს.
  9. რიცხვნი 11:11
    უთხრა მოსემ უფალს: რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?
  10. მეორე რჯული 1:9
    ასე გითხარით თქვენ იმ დროს: მე მარტოს არ შემიძლია-მეთქი თქვენი ტარება!
  11. მეორე რჯული 1:12
    მე მარტომ, როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, ტვირთი და შუღლი?
  12. 2 მეფეთა 15:33
    უთხრა დავითმა: თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
  13. ნეემია 5:15
    განმგებლებმა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ, ხალხს ცხოვრება დაუმძიმეს, მათგან პურსა და ღვინოსაც იღებდნენ, ვერცხლის ორმოცი შეკელის გარდა; მათი მსახურებიც კი ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ ღვთის მოშიშობის გამო, მე ასე არ მოვქცეულვარ.
  14. იგავები 27:3
    მძიმეა ქვა და ქვიშის ტვირთი, სულელის ბრაზი კი ორივეზე მძიმეა.
  15. იგავები 12:25
    დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
  16. ფსალმუნები 37:4
    რადგან ჩემს თავს გასცილდნენ ცოდვანი ჩემნი, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე.
  17. გოდება იერემიასი 1:14
    ჩემი დანაშაულის უღელი შეკრულია, მისი ხელით დაიწნა, კისერზე დამადო და ძალა წამართვა; მათ ხელთ გადამცა უფალმა, ვის წინაშეც არ ძალმიძს წამოდგომა.
  18. მათეს 20:12
    ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
  19. 2 კორინთელთა 1:8
    რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადაგვხდა, რომ ჩვენს შეძლებაზე მეტად დაგვიმძიმდა, ისე, რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა.
  20. გალატელთა 6:5
    რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.
  21. ლუკას 21:14
    ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი.
  22. 2 ტიმოთეს 3:6
    რადგან ამათთაგან არიან, სახლებში რომ იპარებიან და ატყვევებენ უგუნურ ქალებს - ცოდვებში ჩაფლულებსა და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით მართულებს;

← ყველა თემა „მ“-ზე