ბიბლიის მუხლები თემაზე
მდიდარი ან ღარიბი
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 მეფეთა 2:7
უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
- იგავები 30:8
ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,
- იგავები 13:7
ზოგი მდიდრად აჩვენებს თავს და - არაფერი არა აქვს, ზოგი კი ღარიბად - და დიდი ქონება აქვს.
- 2 კორინთელთა 6:10
თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
- 2 კორინთელთა 8:9
ვინაიდან იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ თქვენთვის გაღატაკდა იგი, თუმცა მდიდარი იყო, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი გაღატაკებით.
- გამოცხადება 2:9
ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.
- გამოცხადება 3:17
რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
- რუთი 3:10
უთხრა ბოყაზმა: კურთხეული ხარ უფლის მიერ, ჩემო ასულო! ეს საქციელი პირვანდელს სჯობია, რადგან ჭაბუკთ არ გამოედევნე, არც გლახაკთ, არც მდიდართ!
- ფსალმუნები 48:2
უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
- იგავები 22:2
მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.
- ეზეკიელი 46:5
ძღვნად ერთი ეფა მარცვლეული იქნება ვერძზე, ცხვრებზე - ხელგაშლილობისამებრ, ხოლო ზეთი - ჰინი ეფაზე.
- ეზეკიელი 46:11
ზეიმებსა და დღესასწაულებზე შესაწირი ასეთი უნდა იყოს: ეფა მოზვერზე და ეფა ვერძზე, ცხვრებზე კი - ხელგაშლილობისამებრ, ხოლო ზეთი - ჰინი ეფაზე.