მთავარითემები „მ“მცირედმორწმუნეობა

მცირედმორწმუნეობა

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მარკოზის 4:40
    უთხრა მათ: „რატომ გეშინიათ? რატომ არა გაქვთ რწმენა?
  2. მათეს 8:26
    უთხრა მათ: „რატომ გეშინიათ, მცირედ მორწმუნენო?“ შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.
  3. ლუკას 8:25
    მაშინ უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?
  4. მათეს 13:58
    არ მოუხდენია იქ ბევრი ძალთაქმედებანი მათი ურწმუნოების გამო.
  5. მარკოზის 6:6
    უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.
  6. ებრაელთა 11:6
    ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
  7. ეფესელთა 2:8
    ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.
  8. რომაელთა 10:10
    ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
  9. მათეს 10:22
    ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
  10. მათეს 10:33
    ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
  11. ტიტეს 1:16
    ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისთვის.
  12. მარკოზის 16:16
    ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება; ხოლო, ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება.

← ყველა თემა „მ“-ზე