მთავარითემები „მ“მჩაგვრელები

მჩაგვრელები

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეკლესიასტე 4:1
    მივუბრუნდი და ვნახე, ყოველი ძალადობა, რაც მზისქვეშეთში ხდება: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და ნუგეშისმცემელი არა ჰყავთ მათ! მჩაგვრელთა ხელთ არის ძალა, ნუგეშისმცემელი კი არა ჰყავთ მათ.
  2. იგავნი 12:10
    მართალი თავისი პირუტყვის სიცოცხლეზეც ზრუნავს, ხოლო ბოროტეულთა სიბრალულიც კი სასტიკია.
  3. იგავნი 28:16
    გონიერებას მოკლებული მმართველი უზომოდ გამომძალველია, ანგარების მოძულე კი დღეგრძელი იქნება.
  4. იგავნი 30:14
    არიან, რომელთა კბილებიც მახვილებია და ყბები - დანები, რათა გადაჭამონ ქვეყნის ჩაგრულნი და კაცთა შორის უქონელნი.
  5. ესაია 3:5
    შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო - პატივდებულს.
  6. ფსალმუნები 54:11
    ნგრევაა მის შუაგულში და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და უბედურება.
  7. ეკლესიასტე 5:8
    თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლესა და სამართალში ძალმომრეობას იხილავ რომელიმე მხარეში, ნუ შეგაცბუნებს, ვინაიდან მაღალს მასზე დიდი ზედამხედველობს და მათზე კი - უმაღლესი.
  8. ეკლესიასტე 7:7
    ჩაგვრა ბრძენსაც გააუგუნურებს, ქრთამი კი - გულს აფუჭებს.
  9. ეზეკიელი 18:18
    მამამისი კი, რადგან ჩაგრავდა, ძარცვავდა და უკეთურებას სჩადიოდა მის ხალხს შორის - აჰა, მოკვდება იგი თავის უმართლობაში.
  10. იობი 20:19
    რადგან ჩაგრავდა, დაივიწყა ღარიბ-ღატაკნი, დაეპატრონა სახლს, რომელიც არ აუშენებია.
  11. ეზეკიელი 18:12
    ღარიბსა და ღატაკს ჩაგრავდეს, მძარცველობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებისკენ ჰქონდეს თვალი მიპყრობილი და სისაძაგლეს სჩადიოდეს,
  12. ეზეკიელი 22:7
    მამას და დედას არად აგდებენ შენში, მწირს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ.
  13. ეზეკიელი 22:29
    ჩაგრავდა და ძარცვავდა ამ ქვეყნის ხალხი, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და ხიზანს უსამართლოდ ავიწროებდა.
  14. ეზეკიელი 22:12
    ქრთამს იღებდნენ შენში სისხლის დასაღვრელად, ვახშსა და სარგებელს იღებდნენ, ძარცვავდნენ და ძალადობდნენ მოყვასზე, მე კი დამივიწყე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
  15. ოსია 12:7
    ყალბი სასწორია ქანაანელის ხელში, უყვარს ჩაგვრა!
  16. ამოსი 3:9
    გააგონეთ ციხე-დარბაზებს აშდოდში და ეგვიპტის ქვეყანაში; თქვით: სამარიის მთებზე შეიკრიბეთ და იხილეთ დიდი შფოთი მასში და ძალადობა მის წიაღში.
  17. მათეს 22:6
    სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
  18. საქმეები 7:19
    ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
  19. საქმეები 7:34
    ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
  20. გალატელთა 5:15
    მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
  21. იაკობის 2:6
    თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
  22. ეზეკიელი 34:4
    სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
  23. ესაია 47:6
    განვრისხდი ჩემს ხალხზე, შევბღალე ჩემი სამკვიდრებელი და ხელში გადმოგეცი, შენ კი წყალობა არ გაიმეტე, ფრიად დაუმძიმე მოხუცს უღელი.
  24. იერემია 6:23
    მშვილდი და შუბი უჭირავთ ხელში; სასტიკნი და უმოწყალონი არიან, ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა, ცხენებზე ამხედრებულნი მოდიან. ერთი კაცივით არიან შემართულნი შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო”.
  25. იერემია 22:17
    მაგრამ შენი თვალი და შენი გული მხოლოდ ანგარებას, უდანაშაულო სისხლის დაღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას ეძებს.

← ყველა თემა „მ“-ზე