მთავარითემები „მ“მამის სიხარული

მამის სიხარული

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 23:24
    ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.
  2. ფსალმუნები 126:3-5
    აჰა, შვილები - მემკვიდრეობა უფლისგან, მუცლის ნაყოფი - მისი საზღაური. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა შვილები ახალგაზრდა კაცისთვის. ნეტარია კაცი, რომელმაც მათით გაივსო კაპარჭი; არ შერცხვება, როცა მტრებთან მოუხდება ლაპარაკი კარიბჭეში.
  3. ფსალმუნები 127:3-4
    შენი ცოლი, მსხმოიარე ვაზივით იქნება შენს სახლში; შენი შვილები, ზეთისხილის ყლორტებივით იქნებიან შენი სუფრის გარშემო. აი, ასე იკურთხება უფლის მოშიში კაცი.
  4. იგავნი 10:1
    იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
  5. იგავნი 28:7
    რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.
  6. იგავნი 29:3
    სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი - ქონებას ანიავებს.
  7. იგავნი 17:6
    სიბერის გვირგვინი შვილიშვილებია, შვილებისათვის კი დიდება მათი მამაა.
  8. ფილიპელთა 4:1
    აბა, ჩემო საყვარელო და სასურველო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო!
  9. იგავნი 15:20
    ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
  10. 3 იოანეს 1:4
    არ არის ჩემთვის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.

← ყველა თემა „მ“-ზე