მთავარითემები „მ“მაგალითი

მაგალითი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ტიტეს 2:7-8
    ყველაფერში გამოიჩინე თავი კეთილ საქმეთა მაგალითად: მოძღვრებაში - შეურყვნელობა, სიდინჯე,  სიტყვა ნათელი, უკიცხველი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე.
  2. 1 კორინთელთა 8:9
    მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.
  3. 1 თესალონიკელთა 1:6-7
    თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მობაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით. ისე, რომ გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში.
  4. ებრაელთა 13:7
    გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას.
  5. იგავნი 6:6
    წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, ნახე მისი გზები და დაბრძენდი.
  6. 1 თესალონიკელთა 5:22
    ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
  7. 1 კორინთელთა 4:16
    ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: მომბაძეთ მე.
  8. 1 კორინთელთა 11:1
    ჩემი მომბაძავი იყავით, როგორც მე – ქრისტესი.
  9. 1 პეტრეს 2:21
    ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;

← ყველა თემა „მ“-ზე