მთავარითემები „მ“მაგალითების დანიშნულება

მაგალითების დანიშნულება

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 პეტრეს 2:6
    მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;
  2. ებრაელთა 4:11
    მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას, რათა მათ მსგავსად ურწმუნოებით არ დავეცეთ.
  3. იოანეს 13:14
    ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.
  4. 1 პეტრეს 3:5
    ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.
  5. იაკობი 5:10
    ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
  6. 1 პეტრეს 2:20-22
    რადგან რა სარგებელია თუ დანაშაულისთვის გცემენ და ითმენთ? მაგრამ თუ კეთილის ქმედებისთვის ითმენთ ტანჯვას, ეს არის მადლი ღვთის წინაშე! ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა დასცდენია მის ბაგეს;
  7. ფილიპელთა 3:17
    ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
  8. 1 კორინთელთა 10:6
    და ნიმუშად მოგვეცა ეს, რათა არ შევნატროდეთ ბოროტს, როგორც ისინი შენატროდნენ.
  9. 1 კორინთელთა 10:11
    ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.

← ყველა თემა „მ“-ზე