მთავარითემები „ღ“ღვთიური დაცვის მაგალითები

ღვთიური დაცვის მაგალითები

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 35:5
    და აიყარნენ ისინი. და იყო ღვთის შიში გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეთ.
  2. გამოსვლა 14:20
    და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის - და იყო ღრუბელი და სიბნელე - და გაანათა ღამე, და არ მიახლოვებიან ერთმანეთს მთელ იმ ღამეს.
  3. 4 მეფეთა 6:17
    და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.“ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
  4. ეზრა 8:31
    და დავიძარით მდინარე აჰავადან იერუსალიმში წასასვლელად პირველი თვის მეთორმეტე დღეს; და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე და გვიხსნიდა ჩვენი მტრის ხელიდან და გზაში ჩასაფრებულთაგან.
  5. დანიელი 6:22
    ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არა მავნეს რა, რადგან ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არა მაქვს, მეფეო.
  6. გამოცხადება 7:3
    ნუ ავნებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ჩვენი ღმერთის მსახურთ ბეჭდებს დავასვამთ შუბლზე.

← ყველა თემა „ღ“-ზე