ბიბლიის მუხლები თემაზე
კეთილი მეფეები
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 98:4
ძლევამოსილია მეფე და უყვარს სამართალი; შენ დაამკვიდრე მიუკერძოებლობა; სამართალი, სიმართლე აღასრულე იაკობში.
- იგავნი 16:14
ღვთიური განაჩენია მეფის ბაგეზე, განკითხვისას არ უნდა უმართლობდეს მისი პირი.
- იგავნი 16:13
მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.
- იგავნი 16:12
სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.
- იგავნი 20:8
მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
- იგავნი 20:26
ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს.
- იგავნი 14:35
გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.
- იგავნი 22:11
ვისაც სუფთა გული აქვს და მადლიანი ლაპარაკი უყვარს, მისი მეგობარი მეფეა.
- 2 მეფეთა 8:15
მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი; სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა მთელი თავისი ხალხისთვის.