მთავარითემები „კ“კარგ ადამიანებზე მიბაძვა

კარგ ადამიანებზე მიბაძვა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 13:7
    გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
  2. 2 თესალონიკელთა 3:7
    რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის.
  3. 2 თესალონიკელთა 3:8-9
    მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით.  არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი.
  4. 1 კორინთელთა 4:15-16
    ვინაიდან, თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამა ბევრი ვერ გეყოლებათ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით. ამიტომ გევედრებით, გახდით ჩემი მომბაძველნი.
  5. ფილიპელთა 3:16-17
    ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ. ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
  6. ფილიპელთა 4:9
    რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
  7. 1 თესალონიკელთა 1:6
    თქვენ თვითონ გახდით ჩვენი და უფლის მიმბაძველები, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.
  8. 2 ტიმოთეს 3:10
    შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში,
  9. 1 თესალონიკელთა 2:14
    რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ - იუდეველთაგან.
  10. ებრაელთა 6:11-12
    თუმცა გვწადია, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე. რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.
  11. ლუკას 10:37
    უპასუხა: „რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი”.
  12. მათეს 18:33
    განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
  13. ლუკას 12:35-36
    დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი - ანთებული. იმ ადამიანთა მსგავსად, თავიანთი ბატონის დაბრუნებას რომ ელიან ქორწილიდან, რათა როგორც კი დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ.
  14. იოანეს 8:39
    უთხრეს: „ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: „თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.

← ყველა თემა „კ“-ზე