მთავარითემები „ჯ“ჯოჯოხეთი მარადიულია

ჯოჯოხეთი მარადიულია

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 25:46
    და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.
  2. მათეს 12:32
    ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
  3. მარკოზის 9:47-48
    თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გირჩევნია ცალი თვალით შეხვიდე ღმერთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
  4. 1 თესალონიკელთა 1:8-9
    და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,რომლებიც მარადიულ დაღუპვას მიიღებენ სასჯელად უფლის პირისა და მისი სიძლიერის დიდებისგან.
  5. გამოცხადება 14:11
    მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.
  6. გამოცხადება 20:10
    ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

← ყველა თემა „ჯ“-ზე