მთავარითემები „ი“ისრაელის დაცემა

ისრაელის დაცემა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 3:8
    რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რაკი მათი სიტყვა და საქმე უფლის წინააღმდეგაა, უპატიებელი მისი დიდების თვალში.
  2. გოდება იერემიასი 1:9
    კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა და საარაკოდ დაეცა; არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოხედე, უფალო, ჩემს გასაჭირს, რადგან მუმბერაზობს მტერი ჩემზე.
  3. ოსია 5:5
    ისრაელის ამპარტავნება დამცირებულია მათ თვალში; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდეაც მათთან ერთად.
  4. ოსია 4:5
    წაიფორხილებ დღისით, და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს.
  5. ამოსი 5:1-2
    ისმინე ეს სიტყვა, ისრაელის სახლო; რადგან თქვენზე მინდა აღვამაღლო ეს გოდება: ისრაელის ქალწული დაეცა, ვეღარ დგება; მიწაზეა გართხმული, და არავინაა მისი წამომყენებელი.
  6. ესაია 8:14
    ის იქნება სიწმიდე და დაბრკოლების ქვა, ქვა, რომელსაც ფეხს წამოჰკრავს ისრაელიანთა ორივე სამეფო; მახე და ბადე იქნება ის იერუსალიმის მკვიდრთათვის.
  7. რომაელთა 11:11
    მაშ ვკითხულობ: იმისთვის წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.
  8. რომაელთა 11:12
    და თუ მათი დაცემა ქვეყნიერების სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა განძი, რამდენად მეტი იქნება მათი სავსება.

← ყველა თემა „ი“-ზე