მთავარითემები „ი“იმედგაცრუება

იმედგაცრუება

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 8:15
    მშვიდობას ველით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს – და, აჰა, საშინელება.
  2. იგავნი 10:1
    ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის საწუხარია.
  3. იგავნი 13:12
    აუხდენელი იმედი გულს ქანცავს, აღსრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა.
  4. გოდება იერემიასი 4:17
    თვალები დაგვაწყდა შემწეობის ამაო მოლოდინში; ჩვენი სათვალთვალო გოდლიდან ველოდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.
  5. ეზეკიელი 37:11
    და მითხრა მე უფალმა: ადამის ძევ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, შენ გესმის, რომ ისინი ამბობენ: გახმა ჩვენი ძვლები და წარწყმდაო სასოება ჩვენი, მოვისპენითო.
  6. იობი 30:25-26
    განა არ მიტირია ბედშავზე? სული არ შემწუხებია გაჭირვებულზე? მაგრამ როდესაც სიკეთის იმედი მქონდა, ბოროტება მეწია, ნათელს ველოდი და ბნელი მეწია,
  7. იერემია 15:18
    რატომ არის ჩემი სენი ასე გაუთავებელი და ჩემი ჭრილობა – განუკურნელი, რომ წამლობას არ ემორჩილება? შენ ჩემთვის დამშრალ ღელედ იქეცი, მაცდუნებელ წყლად.
  8. იობი 1:22
    ყოველივე ამაში არ შეუცოდავს იობს, ღმერთის აუგი არ დასცდენია.
  9. იონა 4:1-3
    იონა ძალზე განაწყენდა და გამწარდა. ლოცვა აღუვლინა უფალს და უთხრა: „განა ამას არ ვამბობდი, უფალო, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მოწყალე და მიმტევებელი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და დამთმენი; ყოველთვის თავს არიდებ დასჯას. ახლა ბარემ სული ამომხადე, უფალო, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.

← ყველა თემა „ი“-ზე