მთავარითემები „ი“იესო, როგორც დავითის ძე

იესო, როგორც დავითის ძე

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 1:1
    წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, დავითის ძისა, აბრაჰამის ძისა.
  2. მათეს 12:23
    მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: ,,ეს ხომ არ არის დავითის ძეო?
  3. მათეს 15:22
    და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: ,,შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”.
  4. მათეს 21:9
    ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: ,,ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!
  5. მარკოზის 10:48
    ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს:,,დავითის ძეო, შემიწყალე!
  6. მარკოზის 12:35
    იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში; თქვა: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?
  7. იოანეს 7:42
    განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?
  8. რომაელთა 1:3
    თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად,
  9. 2 ტიმოთე 2:8
    გახსოვდეს იესო ქრისტე დავითის თესლისგან, მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვით.
  10. გამოცხადება 5:5
    და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: „ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.

← ყველა თემა „ი“-ზე