ბიბლიის მუხლები თემაზე
ჰაერი
1 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეფესელთა 2:2
რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ სოფლის ჟამისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს. 1 თესალონიკელთა 4:17 მერე კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისოდ. გამოცხადება 9:2 მან გახსნა უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ღუმლის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან. 1 კორინთელთა 9:26 ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვგვემდე. 1 კორინთელთა 14:9 ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ.