მთავარითემები „ღ“ღვთისადმი მორჩილება

ღვთისადმი მორჩილება

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 19:5
    ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.
  2. იერემია 7:23
    მაგრამ აი რა ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით; იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მიგითითებთ და სიკეთეს ეწევით-მეთქი.
  3. გამოსვლა 23:21
    იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
  4. 2 კორინთელთა 10:5
    მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
  5. რომაელთა 1:5
    რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,
  6. რომაელთა 13:1
    ყოველი სული უნდა ემორჩილებოდეს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.
  7. 1 მეფეთა 15:22
    მაგრამ მიუგო სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
  8. 1 პეტრე 1:14
    როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.
  9. 1 პეტრე 1:2
    მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
  10. იერემია 26:13
    ახლა კი გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას; მაშინ უფალიც გადაიფიქრებს იმ უბედურების დაშვებას, თქვენ რომ გიპირებთ.
  11. იერემია 38:20
    უთხრა იერემიამ: „არ გადაგცემენ! ოღონდ დაემორჩილე უფლის ხმას, რასაც მე გეუბნები, რათა ყველაფერი კარგად წაგივიდეს და იცოცხლო.
  12. მეორე რჯული 11:13
    და თუ გულმოდგინედ დაემორჩილებით ჩემს მცნებებს, რომელთაც გიბრძანებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და სულით,
  13. ფსალმუნები 17:44
    მოისმენენ თუ არა ჩემს ხმას - მემორჩილებიან, უცხოტომელნი მემსახურებიან.
  14. ესაია 1:19
    თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;
  15. იესო ნავეს ძე 22:2-3
    უთხრა მათ: თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც მოსე, უფლის მორჩილი, გიბრძანებდათ. მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით. არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები მრავალი ხნის მანძილზე დღემდე. ასრულებდით სამსახურს - უფლის, თქვენი ღმერთის ნაბრძანებს.
  16. მეორე რჯული 28:14
    ნუ გადაუხვევ ნურცერთ სიტყვას, რომელსაც გამცნებ დღეს, რათა არ გაჰყვე სხვა ღმერთების კვალს სამსახურებლად.
  17. ფილიპელთა 2:12
    ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ღ“-ზე