მთავარითემები „ღ“ღვთის უცოდინრობა

ღვთის უცოდინრობა

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ოსია 4:1
    ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელის ძენო; რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მცხოვრებლებთან, ვინაიდან არ არის ერთგულება, არ არის მოწყალება და არ არის ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.
  2. იოანეს 14:17
    ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
  3. იოანეს 17:25
    მამავ მართალო, წუთისოფელმა ვერ შეგიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ წარმომგზავნე.
  4. 2 კორინთელთა 10:5
    მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
  5. 1 თესალონიკელთა 4:5
    და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ.
  6. იობი 36:26
    აჰა, ამაღლებულია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, ვინ გამოიკვლევს მის წელთა რიცხვს.
  7. 1 კორინთელთა 1:21
    და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
  8. რომაელთა 1:28
    და რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ.
  9. იერემია 9:6
    ვერაგი ხალხის შუაგულში ცხოვრობ და თავიანთი ვერაგობის გამოა, რომ უარი თქვეს ჩემს შეცნობაზე” - ამბობს უფალი.
  10. 2 თესალონიკელთა 1:8
    და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,
  11. ფსალმუნები 78:6
    გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, რომ არ გცნობენ და სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ მოუხმობენ.
  12. იერემია 10:25
    გადმოღვარე შენი გულისწყრომა ხალხებზე, რომლებიც არ გიცნობენ და ტომებზე, რომლებიც შენს სახელს არ მოუხმობენ, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, მოსპეს ის და მოაოხრეს მისი საძოვრები.
  13. იობი 18:21
    დიახ, ასეთია ბოროტეულთა სამკვიდრებელი და ასეთია მათი ადგილი ვინც ღმერთს არა სცნობს!
  14. ეფესელთა 4:18
    დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
  15. 1 იოანეს 4:8
    ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.

← ყველა თემა „ღ“-ზე