მთავარითემები „ღ“ღვთის სიყვარული

ღვთის სიყვარული

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 იოანეს 4:8
    ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.
  2. იერემია 31:3
    შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: „სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.
  3. 1 იოანეს 4:16
    ჩვენ შევიცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში.
  4. 1 იოანეს 3:1
    ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.
  5. რომაელთა 5:8
    ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.
  6. ეფესელთა 2:4
    ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,
  7. იოანეს 17:24
    მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე.
  8. მარკოზის 1:10-11
    და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე. ხმა გაისმა ციდან: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
  9. იოანეს 5:20
    რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ.
  10. იოანეს 10:17
    იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.
  11. იოანეს 14:23
    მიუგო იესომ და უთხრა: „ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.
  12. იგავნი 3:12
    რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს!
  13. იოანეს 3:16
    ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

← ყველა თემა „ღ“-ზე