ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის გზის სწავლება
28 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 34:11
აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ ავი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი - იმას მეკითხებიან.
- იგავნი 22:19
დღეს შენც გაუწყებ მათ, რომ უფალზე იყო დანდობილი.
- 2 მეფეთა 1:18
შენს მაღლობებზე გაიგმირა შენი მშვენება, ისრაელო! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
- გამოსვლა 35:34
გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
- მეორე რჯული 33:10
ასწავლონ შენი სამართალი იაკობს და შენი რჯული ისრაელს; დადებენ საკმეველს შენს წინაშე და სრულადდასაწველს შენს სამსხვერპლოზე.
- 1 მეფეთა 12:23
მე კი, არ შემეცოდოს უფლისთვის და არ შემეწყვიტოს თქვენთვის ლოცვა. მე დაგაყენებთ კეთილ და სწორ გზაზე.
- ეზეკიელი 44:23
ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და შებილწულის გარჩევა; უწმიდურსა და სუფთას შორის განსხვავება გააგებინონ.
- ეზრა 7:10
რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.
- ეზრა 7:25
შენ კი, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მთელი ხალხი მდინარის გაღმა, ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ!
- მალაქია 2:7
რადგან მღვდლის ბაგეებმა უნდა შეინახოს ცოდნა და მისი პირიდან უნდა ეძებდნენ დარიგებას, რადგან ცაბაოთ უფლის მაცნეა იგი.
- კოლასელთა 1:28
რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.
- 1 ტიმოთეს 1:4
ყურადღებას ნუ გაამახვილებენ მითებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მეურვეობას რწმენაში.
- 1 ტიმოთეს 1:5
ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უპირფერო რწმენით სიყვარული,
- იერემია 31:34
და აღარ ასწავლის თითოეული თავის მოყვასს და თითოეული თავის ძმას - შეიცანი უფალიო! რადგან დიდიდან პატარამდე ყველა შემიცნობს, ამბობს უფალი, რადგან ვაპატიებ მათ ურჯულოებას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს”.
- ებრაელთა 8:11
აღარ ასწავლის თითოეული თავის მოძმეს და არ ეტყვის თითოეული თავის ძმას: შეიცან უფალი, რადგან ყველა მათგანი, დიდიან-პატარიანად, შემიცნობს მე,
- იგავნი 13:14
ბრძენისგან დამოძღვრა სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეების ამრიდებელი.
- იგავნი 16:23
ბრძენის გული გონიერს ხდის მის პირს და მის ბაგეთ ცოდნას მატებს.
- იგავნი 1:3
ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად;
- მათეს 5:19
მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
- საქმეები 4:2
გაღიზიანდნენ, ხალხს რომ ასწავლიდნენ და იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ.
- საქმეები 4:18
დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.
- საქმეები 5:25
ვიღაც მოვიდა და მოახსენა მათ: „აგერ, ის კაცები, რომლებიც საპყრობილეში ჩაამწყვდიეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიან”.
- საქმეები 5:28
განა, მკაცრად არ გიბრძანეთ, რომ არ გესწავლებინათ ამ სახელით? აჰა, თქვენი მოძღვრებით აღავსეთ იერუსალიმი და გინდათ, იმ კაცის სისხლმა გვიწიოს!
- საქმეები 18:25
განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
- ეფესელთა 4:21
რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
- მათეს 22:16
ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
- მარკოზის 12:14
მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?
- ლუკას 20:21
ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართებულად ლაპარაკობ და ასწავლი, მიკერძოებული არ ხარ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას.