ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის გარეშე
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 მეფეთა 16:14
განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.
- ფსალმუნები 50:11
ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ.
- ოსია 1:9
თქვა უფალმა: „ლოყამი დაარქვი სახელად, რადგან აღარ ხართ ჩემი ხალხი და აღარც მე ვარ თქვენი ღმერთი!
- ეფესელთა 2:12
იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
- ეფესელთა 4:18
დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
- 1 იოანეს 3:10
ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.
- 1 იოანეს 4:3
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
- 2 იოანეს 1:9
ყველას, ვინც შორდება და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, ღმერთი არა ჰყავს. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც.
- რომაელთა 8:9
ხოლო თქვენ, ხორცში კი არ ხართ, არამედ სულში, თუ ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
- იუდა 1:19
ესენი არიან განხეთქილების მომტანნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.