მთავარითემები „ღ“ღვთის ბოროტებისადმი შეუწყნარებლობა

ღვთის ბოროტებისადმი შეუწყნარებლობა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. აბაკუმი 1:13
    მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?
  2. რიცხვნი 25:3
    მიეწება ისრაელი ბაყალ-ფეღორს და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე.
  3. იესო ნავეს ძე 7:1
    მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.
  4. 2 მეფეთა 6:7
    აღინთო უფლის რისხვა ყუზაზე და დასცა იგი ღმერთმა მისი უპატივცემლობის გამო და მოკვდა იქ, ღვთის კიდობანთან.
  5. 4 მეფეთა 17:11
    საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად.
  6. ფსალმუნები 5:6
    შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
  7. რომაელთა 1:18
    ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უმართლობაზე, უმართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
  8. გამოცხადება 21:27
    ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.

← ყველა თემა „ღ“-ზე