მთავარითემები „ღ“ღმერთზე მიკვრა

ღმერთზე მიკვრა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 10:20
    უფლისა, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე და მისი სახელით დაიფიცე.
  2. მეორე რჯული 13:4
    გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მისი მცნებები, ისმინეთ მისი ხმა და ემსახურეთ მას, და მას მიეკარით.
  3. იესო ნავეს ძე 23:8
    არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით.
  4. მეორე რჯული 11:22
    რადგან, თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ ბრძანებას, რომელთაც ახლა მე გაუწყებთ შესასრულებლად, გეყვარებათ უფალი, თქვენი ღმერთი, და ივლით მისი გზით და მას მიეკვრებით,
  5. 4 მეფეთა 18:6
    და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებებს, მოსეს რომ ამცნო უფალმა.
  6. ფსალმუნები 62:8
    შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენი მარჯვენაა ჩემი საყრდენი.
  7. იერემია 13:11
    რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის თეძოებს, ისე მივიახლოვე მე მთელი ისრაელის სახლი და იუდას სახლი, – ამბობს უფალი, – რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს ერად, ჩემს დიდებად, საქებრად და მშვენებად; მაგრამ არ მისმინეს.

← ყველა თემა „ღ“-ზე