მთავარითემები „ღ“ღმერთთან მისვლა

ღმერთთან მისვლა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 41:2
    ცოცხალი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას?
  2. მიქა 4:1
    უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთათა თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, ბორცვებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.
  3. მიქა 6:6
    რითი წარვდგე უფალთან და თაყვანი ვცე მაღალ ღმერთს? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ზვარაკებით?
  4. იოანეს 14:6
    ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით.
  5. იოანეს 14:23
    მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ.
  6. 1 პეტრეს 3:18
    რადგან ქრისტეც ევნო ერთხელ ჩვენი ცოდვებისათვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან. მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
  7. გამოცხადება 6:1
    და ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და გავიგონე, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: „მოდი!
  8. იერემია 2:31
    ბოროტო მოდგმავ, შეიგონე უფლის სიტყვა: განა უდაბნო ვიყავი ისრაელისათვის? განა წყვდიადის ქვეყანა ვიყავი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფლები ვართ, შენთან აღარ მოვალთო?

← ყველა თემა „ღ“-ზე