მთავარითემები „ღ“ღმერთს გამოყავს ისრაელი ეგვიპტიდან

ღმერთს გამოყავს ისრაელი ეგვიპტიდან

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 3:8
    და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
  2. გამოსვლა 3:10
    ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან.
  3. გამოსვლა 12:17
    დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
  4. გამოსვლა 12:51
    სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.
  5. გამოსვლა 13:9
    ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
  6. გამოსვლა 13:14
    როდესაც გკითხავს შენი ძე იმ დროს: რა არისო ეს? მაშინ უთხარი: მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
  7. გამოსვლა 2:20
    მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
  8. გამოსვლა 29:46
    და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
  9. ლევიანნი 11:45
    რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
  10. ლევიანნი 23:43
    რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობამ, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  11. ლევიანნი 25:42
    რადგან ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე: არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან.
  12. რიცხვნი 23:22
    ღმერთმა გამოიყვანა ის ეგვიპტიდან; მარტორქასავით ძლიერია იგი.
  13. მეორე რჯული 4:20
    თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.
  14. მეორე რჯული 5:15
    გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და უფალმა, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
  15. მეორე რჯული 8:14
    ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
  16. მეორე რჯული 16:1
    დაიცავით აბიბის თვე და აღასრულეთ უფლის, თქვენი ღმერთის პასექი; რადგან აბიბის თვეში, ღამით გამოგიყვანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან.
  17. მსაჯული 2:1
    ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას.
  18. 1 მეფეთა 12:8
    როცა იაკობი ეგვიპტეში მივიდა, შეჰღაღადეს თქვენმა მამებმა უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აჰარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამები ეგვიპტიდან და აქ დაამკვიდრეს.
  19. 4 მეფეთა 17:36
    მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
  20. ფსალმუნები 104:37
    ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი და არავინ იყო უძლური მათ ტომებში.
  21. იერემია 11:7
    რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღემდე, ყოველი დღის განთიადიდანვე ვაფრთხილებდი, ისმინეთ-მეთქი ჩემი ხმა.
  22. იერემია 32:21
    შენი ერი, ისრაელი, შენ გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშნებითა და სასწაულებით, ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშისზარით.
  23. დაბადება 46:4
    მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები.
  24. მათეს 2:15
    და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.
  25. იერემია 16:14-15
    ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო. არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, სადაც გასახლებული ჰყავდაო! რადგან მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამებს მივეცი.

← ყველა თემა „ღ“-ზე