მთავარითემები „ღ“ღმერთმა აპატია

ღმერთმა აპატია

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 მეფეთა 12:13
    და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფალს.“ უთხრა ნათანმა: „უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!
  2. ფსალმუნები 31:5
    ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.
  3. ფსალმუნები 84:2
    შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული, დაფარე ყველა მათი ცოდვა.
  4. ფსალმუნები 77:38
    მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო ცოდვა და არ მოსპო ისინი, მრავალჯერ შეაბრუნა თავისი რისხვა და არ აღმდგარა მთელი თავისი გულისწყრომით.
  5. რიცხვნი 14:20
    უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
  6. ესაია 40:2
    გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
  7. ფსალმუნები 102:12
    როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან ჩვენი დანაშაული.
  8. იობი 14:17
    ჩაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავდი.
  9. ესაია 44:22
    ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით – შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
  10. ესაია 38:17
    აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე, შენ დაიცავი სული ჩემი არარაობის ორმოსგან და შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ყველა ცოდვა.
  11. 2 კორინთელთა 5:19
    იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა.
  12. მათს 9:2
    და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: „გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
  13. ლუკა 5:20
    იხილა რა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები.
  14. ლუკა 7:47-48
    ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს.“ შემდეგ უთხრა ქალს: „მიგეტევა შენი ცოდვები.
  15. 1 იოანე 2:12
    თქვენ გწერთ, შვილებო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელის მეშვეობით.
  16. კოლასელთა 2:13
    და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
  17. მათეს 9:5
    რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე?
  18. რომაელთა 3:25
    რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით,
  19. კოლასელთა 3:13
    შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

← ყველა თემა „ღ“-ზე