მთავარითემები „ღ“ღმერთის ხმის მოსმენა

ღმერთის ხმის მოსმენა

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 3:8
    მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
  2. დაბადება 3:10
    მიუგო ადამმა: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე.
  3. ესაია 6:8
    როგორც კი ეს უთხრა ხალხს იეშუამ, წავიდა შვიდი მღვდელი, ვერძის რქის შვიდ ბუკს რომ დაატარებდა და ჩაჰბერეს ბუკებს, უკან მიჰყვებოდა მათ უფლის აღთქმის კიდობანი.
  4. გამოსვლა 19:9
    უთხრა უფალმა მოსეს: მოვალ შენთან სქელი ღრუბლით, რათა მოისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და გერწმუნოს სამუდამოდ. და ამცნო მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
  5. მეორე რჯული 5:23
    როცა მოისმინეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, ხოლო მთა ცეცხლით იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ყველა ტომის მთავარი და უხუცესი;
  6. მეორე რჯული 4:33
    თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?
  7. მეორე რჯული 4:36
    ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
  8. მეორე რჯული 4:12
    და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.
  9. რიცხვნი 7:89
    და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.
  10. ეზეკიელი 43:6
    გავიგონე, რომ ვიღაც მელაპარაკებოდა ტაძრიდან; კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
  11. დანიელი 10:9
    მისი ხმა შემომესმა და გავიგონე თუ არა მისი სიტყვები, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს.
  12. ესაია 64:4
    არ სმენიათ ძველთაგან, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უნახავს ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს მასზე დაიმედებულთ.
  13. დანიელი 8:16
    მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა.
  14. ებრაელთა 3:7
    ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
  15. ებრაელთა 3:15
    ვიდრეღა ითქმის: დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას.
  16. ებრაელთა 4:7
    კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: დღეს, - ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი - თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.
  17. ებრაელთა 3:16
    ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?
  18. 2 პეტრეს 1:18
    და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.

← ყველა თემა „ღ“-ზე