მთავარითემები „ღ“ღმერთის სახელით

ღმერთის სახელით

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 17:11
    მე აღარ ვარ წუთისოფელში, ისინი კი წუთისოფელში არიან; მე შენთან მოვდივარ. წმიდა მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ!
  2. მათეს 21:9
    ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!
  3. მათეს 23:39
    ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’
  4. ლუკას 19:38
    ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!
  5. მიქა 5:4
    დადგება და უფლის ძალით დამწყემსავს, უფლის, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და დამკვიდრდებიან ისინი თავიანთ ქვეყანაში, რადგან ამიერიდან ქვეყნის კიდემდე იდიდებს ის.
  6. იოანეს 5:43
    მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.
  7. იოანეს 10:25
    მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
  8. იოანეს 17:12
    ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი; და დავიცავი, არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
  9. იაკობის 5:10
    ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
  10. იაკობის 5:14
    არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
  11. მეორე რჯული 18:7
    და იმსახურებს უფლის, თავისი ღმერთის სახელით, როგორც ყველა მისი ძმა ლევიანი, რომელიც დგას იქ უფლის წინაშე.
  12. მიქა 4:5
    იაროს ყოველმა ხალხმა, თავ-თავიანთი ღმერთის სახელით, ჩვენ კი – უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით ვივლით, უკუნითი უკუნისამდე.
  13. ზაქარია 10:12
    გავამაგრებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით - ამბობს უფალი.
  14. ფსალმუნები 19:5
    ვიყიჟინებთ შენი გამარჯვებით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
  15. იგავნი 18:10
    უფლის სახელი – ძლიერი გოდოლია, მართალი შეაფარებს თავს და სამშვიდობოზეა.
  16. 1 მეფეთა 17:45
    და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით, რომელიც შენ შეურაცხევ.
  17. ეზრა 5:1
    წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარია ყიდოს ძემ იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ იუდაელებს ისრაელის ღმერთის სახელით უწინასწარმეტყველეს.

← ყველა თემა „ღ“-ზე