მთავარითემები „ღ“ღმერთის გამოვლენილი გრძნობები

ღმერთის გამოვლენილი გრძნობები

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 7:7-8
    მრავალრიცხოვნების გამო ვერ ამოგირჩევდათ თქვენ უფალი – თქვენ ხომ ყველა სხვა ხალხებზე მცირერიცხოვანი ხართ, არამედ, თქვენდამი მისი სიყვარულის გამო ამოგირჩიათ, და კიდევ იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, – აი ამიტომ გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის, ხელიდან.
  2. ესაია 43:4
    ძვირფასი ხარ შენ ჩემს თვალში, შეუფასებელი და მე შეგიყვარე შენ, სხვა ადამიანებს გავიღებ შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს შენი სიცოცხლის ფასად.
  3. იერემია 31:3
    შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე შენ, ისრაელ, ამიტომაც მოგფინე წყალობა.
  4. ოსია 11:1
    როცა ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა ის და ეგვიპტიდან მოვიხმე იგი, ჩემი ძე.
  5. მარკოზის 10:21
    იესომ შეხედა, შეუყვარდა ის და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.
  6. იოანეს 17:23
    მე მათში და შენ ჩემში, რათა მათი ერთიანობა სრულყოფილი იყოს, და რათა იცოდეს ქვეყნიერებამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
  7. ფსალმუნები 102:13
    როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს;
  8. გამოსვლა 33:19
    და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.
  9. მათეს 9:36
    ხალხის სიმრავლე რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან დამაშვრალნი და უმწეონი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
  10. მათეს 20:33-34
    უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას.
  11. იერემია 32:41
    გავიხარებ მათთვის სიკეთის ქმნით, და დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მყარად მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
  12. გამოსვლა 22:24
    და აინთება ჩემი რისხვა, და მოგკლავთ თქვენ მახვილით, და დაქვრივდებიან თქვენი ცოლები და დაობლდებიან თქვენი შვილები.
  13. ეზეკიელი 5:13
    და დასრულდება ჩემი რისხვა და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, და დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი ჩემი ეჭვიანობისას, მათზე ჩემი რისხვის დასრულებისას.

← ყველა თემა „ღ“-ზე