ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ზრუნავს ობლებზე
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იაკობი 1:27
ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
- იერემია 49:11
დატოვე შენი ობლები და ვაცხოვრებ მათ; დაე, მე მომენდონ შენი ქვრივები.
- ესაია 1:17
სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
- ფსალმუნები 67:5
ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული – ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში,
- ფსალმუნები 145:9
უფალი იცავს ხიზნებს, ობოლსა და ქვრივს მხარში უდგას, ბოროტთა გზას კი ამრუდებს.
- მეორე რჯული 10:18
სამართალს უჩენს ქვრივსა და ობოლს და უყვარს ხიზანი, აპურებს და მოსავს მას.
- ოსია 14:3
აშური ვეღარ გვიხსნის. აღარც ცხენებზე შევსხდებით და აღარც ჩვენს ნახელავს ვუწოდებთ ჩვენს ღმერთს, რადგან შენში ჰპოვებს-თქო წყალობას ობოლი.
- გამოსვლა 22:22
ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.
- იოანეს 14:18
ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.