ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ხედავს მართალს
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 32:18
აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
- ფსალმუნები 33:15
უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.
- 1 პეტრეს 3:12
რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
- იობი 36:7
თვალს არ მოაშორებს მართლებს, აღამაღლებს მათ და მეფეთა ტახტზე დასვამს სამარადისოდ.
- ეზრა 5:5
მათი ღმერთის თვალი იყო იუდაელთა უხუცესებზე, რათა არ შეეწყვიტათ მუშაობა, ვიდრე არ შეატყობინებდნენ ამ ამბავს დარიოსს და პასუხი არ დაბრუნდებოდა.
- ზაქარია 12:4
იმ დღეს – ამბობს უფალი – დავლახვრავ ყველა ცხენს დაბნეულობით და მათზე მჯდომთ – შეშლილობით და თვალს დავიჭერ იუდას ხალხზე და ხალხთა ყოველ ცხენს სიბრმავით დავლახვრავ.
- იერემია 24:6
მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.
- მათეს 6:4
რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
- მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
- მათეს 6:18
რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.