მთავარითემები „ღ“ღმერთი უზრუნველყოფს

ღმერთი უზრუნველყოფს

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 ტიმოთე 6:17
    მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
  2. ფსალმუნები 106:9
    რადგან მწყურვალი სული გააძღო და მშიერი სული სიკეთით აავსო.
  3. ებრაელთა 13:21
    სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში თავისი ნების შესასრულებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით მისი მოსაწონის საქმნელად თქვენში. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
  4. ფილიპელთა 1:19
    ვინაიდან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ხსნად მომიბრუნდება, თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით.
  5. გამოსვლა 17:6
    აჰა, მე ვიდგები იქ შენს წინაშე, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გადმოსკდება მისგან წყალი, რათა დალიოს ხალხმა.“ ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
  6. 2 პეტრეს 1:3
    ისე, როგორც მისმა ღვთაებრივმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისკენ მოგვიწოდა,
  7. დაბადება 22:8
    უთხრა აბრაამმა: „ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო.“ ასე მიდიოდნენ ერთად.
  8. დაბადება 22:14
    და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად „უფალი გამოაჩენს,“ როგორც ითქმის დღეს: „მთაზე უფალი გამოჩნდა.
  9. ლუკას 22:35
    უთხრა მათ: „ქისის, აბგისა და ფეხსაცმლის გარეშე რომ გაგაგზავნეთ, თუ გაკლდათ რამე?“ უპასუხეს მათ: „არაფერი.
  10. ფსალმუნები 104:40-41
    ითხოვეს და მწყერი გაუგზავნა, ზეციური პურით გააძღო ისინი. გაჰკვეთა კლდე და წყალი გადმოდინდა, ნაკადულად მოედინებოდა უდაბნოში.
  11. ნეემია 9:21
    ორმოც წელს ინახავდი მათ უდაბნოში, არაფერი მოჰკლებიათ – სამოსელი მათი არ გაცვეთილა და ფეხები მათი არ დასიებულა.
  12. ფსალმუნები 67:10
    შენი სამწყსო დასახლდა იქ; ღმერთო, შენ განუმზადე სიკეთე ღარიბებს.

← ყველა თემა „ღ“-ზე