მთავარითემები „ღ“ღმერთი შეიწყალებს

ღმერთი შეიწყალებს

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 9:15
    რადგან ეუბნება მოსეს: „მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე - მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.
  2. გამოსვლა 33:19
    უპასუხა უფალმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”.
  3. რომაელთა 9:19
    ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
  4. რომაელთა 11:32
    ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
  5. იერემია 31:20
    განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
  6. მეორე რჯული 13:17
    დარისხებულიდან არაფერს მიეკაროს შენი ხელი, რათა განელდეს უფლის მძვინვარე რისხვა და გიჩვენოს წყალობა, შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც დაუფიცა შენს მამებს;
  7. ესაია 54:10
    რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.
  8. ესაია 54:7-8
    მცირე ხნით მიგატოვე და დიდი თანაგრძნობით შეგკრებ. მრისხანების გზნებაში, ცოტა ხნით დავმალე სახე შენგან, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიბრალებ!” - ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი.
  9. რომაელთა 9:33
    როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.
  10. ლუკას 1:50
    წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.
  11. ოსია 2:19
    საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.
  12. ოსია 2:23
    დავთესავ მას ჩემთვის მიწაზე, შევიწყალებ არაშეწყალებულთ და ვეტყვი არა ჩემს ხალხს: „ჩემი ხალხი ხარ”, ის კი მეტყვის: „ჩემი ღმერთი ხარ!
  13. ოსია 1:7
    იუდას სახლს კი შევიბრალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღვთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც ცხენებითა და არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.
  14. იოველი 2:18
    მოშურნეა უფალი თავისი ქვეყნისთვის და შეიბრალებს თავის ხალხს.
  15. მიქა 7:19
    კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
  16. ზაქარია 1:16
    ამიტომ ასე ამბობს უფალი: სიბრალულით მოვბრუნდები იერუსალიმისკენ და აშენდება მასში ჩემი სახლი - ამბობს ცაბაოთ უფალი - საზომი ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე.
  17. ზაქარია 10:6
    გავამაგრებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს! მოვაქცევ მათ, რადგან შევიწყნარე ისინი და იქნებიან ისე, თითქოს არც მიმიტოვებია, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და შევისმენ მათ ხმას.
  18. ებრაელთა 8:12
    ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.
  19. მეორე რჯული 32:36
    რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა - აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.
  20. ესაია 14:1
    როცა შეიბრალებს უფალი იაკობს, ისევ აირჩევს ისრაელს და მათივე მიწაზე დაასახლებს; შეუერთდებიან მათ უცხოტომელნი და იაკობის სახლს შეემატებიან.
  21. ეზეკიელი 39:25
    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ახლა დავაბრუნებ ტყვეობიდან იაკობს, წყალობას დავუშვებ მთელ ისრაელის სახლზე და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელის გულისთვის.
  22. ფსალმუნები 101:13
    შენ აღსდგები და შეიწყალებ სიონს, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა; დადგა დანიშნული დრო.
  23. იერემია 42:12
    შეგიწყალებთ და ისიც შეგიბრალებთ და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.
  24. იონა 4:11
    მე კი არ უნდა მენანებოდეს ნინევე, დიდი ქალაქი, რომელშიც ასოცი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც თავიანთი მარჯვენა ვერ გაურჩევიათ მარცხენისაგან და სადაც უამრავი საქონელია?
  25. 2 ტიმოთეს 1:18
    ინებოს ღმერთმა, რომ უფლის მიერი წყალობა ჰპოვოს იმ დღეს; ხოლო ეფესოში როგორც იმსახურა, შენ უკეთ იცი.
  26. იუდა 1:21
    დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისგან, იესო ქრისტესგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისთვის.

← ყველა თემა „ღ“-ზე