მთავარითემები „ღ“ღმერთი საუბრობს ზეციდან

ღმერთი საუბრობს ზეციდან

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 20:22
    უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.
  2. მეორე რჯული 4:36
    ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.
  3. ნეემია 9:13
    სინაის მთაზე დაეშვი და ზეციდან ელაპარაკე მათ; სამართლიანი დადგენილებანი და ჭეშმარიტი რჯული, წესები და კეთილი მცნებანი დაუდგინე.
  4. ფსალმუნები 75:8
    ციდან გვაუწყე სამართალი, შეშინდა დედამიწა და გაირინდა;
  5. დანიელი 4:31
    ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!
  6. მარკოზის 1:11
    ხმა გაისმა ციდან: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.
  7. ლუკას 3:22
    და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე.
  8. იოანე 12:28
    მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ.
  9. 2 პეტრეს 1:18
    და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
  10. გამოცხადება 14:2
    გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
  11. გამოცხადება 12:10
    და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: „დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;
  12. საქმეები 11:9
    მეორედ მომიგო ხმამ ციდან: რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
  13. გამოცხადება 11:12
    და გაიგონეს დიდი ხმა ზეციდან, რომელმაც თქვა: „ამოდით აქ.“ და ისინიც ღრუბლით ავიდნენ ზეცას, მათი მტრები კი შეჰყურებდნენ.
  14. გამოცხადება 18:4
    გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.
  15. გამოცხადება 14:13
    და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ.
  16. გამოცხადება 11:15
    მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.
  17. დაბადება 21:17
    ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
  18. დაბადება 22:11
    მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: „აბრაამ, აბრაამ!“ უპასუხა: „აქა ვარ!
  19. ებრაელტა 12:25
    ფრთხილად! ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც არ უსმინეს მიწიერ გამაფრთხილებელს, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციერს,

← ყველა თემა „ღ“-ზე