მთავარითემები „ღ“ღმერთი, როგორც მეომარი

ღმერთი, როგორც მეომარი

29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 15:3
    მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
  2. გამოსვლა 14:14
    უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ”.
  3. ესაია 42:13
    მებრძოლივით გამოვა უფალი, მოშურნეობით აღივსება როგორც მეომარი, დაიგრგვინებს, დიახ, ყიჟინას დასცემს თავის მტრებს და გაიმარჯვებს მათზე.
  4. 1 მეფეთა 1:3
    ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ – ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი.
  5. 1 მეფეთა 1:11
    აღთქმა დაუდო და უთხრა: „ცაბაოთ უფალო! თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას და თუ გამიხსენებ, არ დაივიწყებ შენს მხევალს და ძეს მომცემ, უფალს მივუძღვნი მას მსახურად და ვიდრე ცოცხალი იქნება სამართებელი არ შეეხება მის თავს.
  6. 1 მეფეთა 4:4
    კაცები გაგზავნეს შილოში და მოიტანეს ქერუბებზე ამხედრებული ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ღვთის აღთქმის კიდობანს თან ყელის ორი ძე – ხოფნი და ფინხასი ახლდა.
  7. იერემია 10:16
    ასეთი არ არის იაკობის წილი, რადგან ყველაფრის შემოქმედი ღმერთია იგი, ისრაელი კი მისი სამკვიდრო ტომია. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
  8. იერემია 31:35
    ასე ამბობს უფალი, რომელიც მზეს იძლევა დღის გასანათებლად და მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანებს, ღამე გაანათონ; რომელიც ისე აღელვებს ზღვას, რომ ღრიალებენ მისი ტალღები; ძალთა უფალია მისი სახელი.
  9. იერემია 32:18
    სიკეთეს უკეთებ ათასებს და შვილებს წიაღშივე მიუზღავ მამების დანაშაულის გამო. ო, დიდო და ძლიერო ღმერთო! ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
  10. მეორე რჯული 1:30
    უფალი, თქვენი ღმერთი, მიგიძღვით წინ, ის ისევე იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
  11. მეორე რჯული 3:22
    ნუ გეშინია მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის”.
  12. 1 მეფეთა 17:45
    მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
  13. 2 მეფეთა 7:26
    რათა განდიდდეს სახელი შენი უკუნისამდე და თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი. და მტკიცე იყოს, შენი მსახურის დავითის სახლი შენს წინაშე.
  14. ამოსი 3:13
    ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს! - ამბობს ადონაი უფალი, ძალთა ღმერთი.
  15. ამოსი 5:16
    ამიტომ, ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა მოედანზე გლოვა იქნება და ყველა ქუჩაზე იკვნესებენ: ვაი, ვაი! მიწათმოქმედს საგოდებლად მოუხმობენ და საგლოვად – მოტირალებს.
  16. ამოსი 6:8
    თავისი თავი დაიფიცა უფალმა ღმერთმა. ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძაგს იაკობის დიდგულობა და მისი სასახლეები, ამიტომ, მტრებს გადავცემ ქალაქს და მთელ მის სისავსეს.
  17. ამოსი 6:14
    ხალხს გამოვიყვან შენზე, ისრაელის სახლო, – ამბობს ცაბაოთ უფალი – რომელიც დაგჯაბნის ხამათის შესასვლელიდან ყარაბას წყაროებამდე.
  18. ამოსი 9:5
    უფალი, ცაბაოთ უფალი, მიწას რომ ეხება, დნება იგი და ტირის ყოველი მისი მკვიდრი. ნილოსივით მაღლა აიწევს და ეგვიპტის მდინარესავით დაბლა დაიწევს.
  19. ამოსი 4:13
    რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
  20. ამოსი 5:15
    ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.
  21. ოსია 12:5
    უფალი, ცაბაოთ ღმერთი, უფალია სახელი მისი.
  22. ამოსი 5:27
    ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ! – ამბობს უფალი – ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
  23. მიქა 4:4
    და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა.
  24. იერემია 20:11
    უფალი კი ჩემთან არის, როგორც ძლიერი მებრძოლი; ამიტომ თვითონვე წაიბორძიკებენ ჩემი მდევრები, ვერ მძლევენ და ფრიად შერცხვებიან სამარადისო სირცხვილით, რომელიც დავიწყებული არ იქნება, რადგან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
  25. იობი 16:14
    დამლეწა, გვემა გვემაზე მოდის, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
  26. იოველი 2:11
    უფალი გამოსცემს ხმას თავისი ლაშქრის წინაშე, რადგან ფრიად მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი და ძლიერია მისი სიტყვის შემსრულებელი. დიდია უფლის დღე და ფრიად საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
  27. იესო ნავეს ძე 5:14
    და მან უთხრა: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი მე აქ.“ და დაემხო იესო მიწაზე, და თაყვანი სცა და უთხრა მას: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?
  28. სოფონია 3:17
    უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.
  29. იაკობის 5:4
    აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.

← ყველა თემა „ღ“-ზე