მთავარითემები „ღ“ღმერთი ქრისტესთან

ღმერთი ქრისტესთან

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 1:1
    დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
  2. იოანეს 1:2
    ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
  3. საქმეები 10:38
    როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ეშმაკისგან ყველა გატანჯულს, რადგან ღმერთი იყო მასთან.
  4. იოანეს 16:32
    აჰა, დგება ჟამი, და დადგა კიდეც, როცა ყველანი გაიფანტებით, თითოეული საკუთარ სახლში, და მარტო დამტოვებთ, მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამაა ჩემთან.
  5. იოანეს 3:2
    იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის“.
  6. იოანეს 8:29
    ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
  7. 1 იოანეს 1:2
    რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა;

← ყველა თემა „ღ“-ზე