ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი იხსნის გაჭირვებისგან
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 55:13
რადგან მიხსენი მე სიკვდილისგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისგან, რათა ვიარო ღვთის წინაშე სიცოცხლის სინათლეში.
- ფსალმუნები 85:13
რადგან დიდია შენი სიკეთე ჩემს მიმართ, შენ გადამარჩინე შავეთის ქვესკნელისგან.
- რომაელთა 7:24
უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
- ეზეკიელი 36:29
მე გიხსნით ყველა თქვენი სიბინძურისგან, მოვუხმობ ხორბალს, გავამრავლებ და არ მოვაწევ თქვენზე შიმშილს.
- მათეს 1:21
გააჩენს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, ვინაიდან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან.
- გალატელთა 1:4
რომელმაც ჩვენი ცოდვებისთვის მისცა თავი, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,
- 1 ტიმოთეს 1:15
სარწმუნოა და ყოველგვარი მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.
- ლუკას 1:77
რათა მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა, მათი ცოდვების მიტევების მეშვეობით,
- 2 ტიმოთეს 1:9
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;
- ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
- 2 კორინთელთა 6:2
ვინაიდან ამბობს: „შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე.
- კოლასელთა 1:13
რადგან მან გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში,
- ებრაელთა 2:15
და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.
- 1 პეტრეს 3:21
ეს ნათლობის ხატება იყო – რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის – რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,