მთავარითემები „ღ“ღმერთი იძლევა სიმდიდრეს

ღმერთი იძლევა სიმდიდრეს

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 43:23
    უთხრა მათ: „მშვიდად იყავით! ნუ გეშინიათ: თქვენმა ღმერთმა და თქვენი მამების ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში. მე მქონდა თქვენი ვერცხლი.“ და გამოუყვანა სიმონი.
  2. მეორე რჯული 8:18
    უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, ვინაიდან ის გაძლევს ძალას სიმდიდრის შესაძენად, რათა დღევანდელივით აღასრულოს თავისი აღთქმა, რომლითაც შეჰფიცა შენს მამებს,
  3. 1 მეფეთა 2:7
    უფალი აღარიბებს და ამდიდრებს, ამდაბლებს და აღამაღლებს.
  4. ფსალმუნები 111:3
    ქონება და სიმდიდრეა მის სახლში, მარადიულია მისი სიმართლე.
  5. ეკლესიასტე 5:19
    ყოველს – ვისაც ღმერთმა სიმდიდრე და ქონება მისცა, რომ ჭამოს და ისიამოვნოს მისგან, მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი ნაშრომით – ღვთისგან აქვს ეს საჩუქარი.
  6. ეკლესიასტე 6:2
    კაცს, რომელსაც ღმერთმა სიმდიდრე, ქონება და პატივი მისცა, არაფერი აკლია მის სულს, ყველაფერი აქვს რაც კი ინატრა – არ აძლევს მას ღმერთი ამ ყველაფრის მოხმარების ძალას და სხვა, უცხო ვინმე შეჭამს მის ქონებას – ამაოებაა ეს და ავი სნეულება.
  7. იგავნი 30:8
    ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,

← ყველა თემა „ღ“-ზე