ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი იძლევა სიბრძნეს
24 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იობი 28:28
უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომა – გონიერება!
- ფსალმუნები 110:10
უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.
- იგავნი 1:7
უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.
- იგავნი 9:10
სიბრძნის საწყისი უფლის შიშია და წმიდის შემეცნება – გონიერება.
- მიქა 6:9
ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია – შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.
- იგავნი 2:6
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გონიერება.
- ეფესელთა 1:17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
- ფსალმუნები 50:6
აჰა, გულში დაფარული ჭეშმარიტება გსურს, დაფარულში მასწავლი სიბრძნეს.
- ესაია 33:6
დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში - რომელიც მისი საგანძურია.
- ეკლესიასტე 2:26
მისთვის სათნო კაცს, ღმერთი სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს აძლევს. ცოდვილს კი – მოგროვებისა და შეკრების საზრუნავი მისცა, რათა ღმერთის სათნოს დაუტოვოს მონაგარი. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
- იგავნი 2:10
როდესაც სიბრძნე შევა შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს,
- იობი 11:6
გაუწყებდეს თავის დაფარულ სიბრძნეს, რადგან ორი მხარე აქვს სიბრძნეს! იცოდე, ღმერთი იმაზე ნაკლებად გსჯის, ვიდრე შენი უმართლობა იმსახურებს!
- დანიელი 2:21
ის ცვლის დროსა და ჟამს, ამხობს და აღადგენს მეფეებს, ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას.
- გამოსვლა 28:3
ელაპარაკე ყველა გულბრძენ კაცს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აჰარონს მის გამოსაცალკევებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს.
- გამოსვლა 35:31
აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
- იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა
- 1 კორინთელთა 12:8
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
- დანიელი 2:23
გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე.
- ლუკას 21:15
რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
- საქმეები 7:10
იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე, და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად.
- 1 კორინთელთა 2:6
ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან,
- 2 პეტრეს 3:15
და ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით;
- 1 კორინთელთა 2:13
რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
- კოლასელთა 1:9
ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,