ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი გვამტკიცებს
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იობი 22:28
რასაც გადაწყვეტ – აგისრულდება, სინათლე გაბრწყინდება შენს გზაზე.
- 2 კორინთელთა 1:21
ხოლო ის, ვინც თქვენთან ერთად გვაფუძნებს ქრისტეში და გვცხო, ღმერთია,
- 1 კორინთელთა 1:28
მდაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
- 1 თესალონიკელთა 3:13
რათა განმტკიცდეს თქვენი გულები უბიწოდ სიწმიდეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას, მის ყველა წმიდანთან ერთად, ამინ!
- 1 პეტრეს 5:10
ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
- რომაელთა 16:25
ხოლო – მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან,
- რომაელთა 14:4
ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
- ესაია 33:6
დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში – რომელიც მისი საგანძურია.
- ფსალმუნები 7:9
შეწყდეს უმართლოთა ბოროტება, მართალი კი განამტკიცე, რადგან შენ სცდი გულებსა და ზრახვებს, მართალო ღმერთო!
- იგავნი 10:25
გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართლის საძირკველი კი საუკუნოა.
- მიქა 5:4
დადგება და უფლის ძალით დამწყემსავს, უფლის, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და დამკვიდრდებიან ისინი თავიანთ ქვეყანაში, რადგან ამიერიდან ქვეყნის კიდემდე იდიდებს ის.
- ესაია 66:22
რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც ვქმნი მე, იქნებიან ჩემს წინაშე – ამბობს უფალი – ასევე იქნება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.