მთავარითემები „ღ“ღმერთი ძველთაგანვეა

ღმერთი ძველთაგანვეა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 89:2
    ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, უსასრულობიდან უსასრულობამდე შენა ხარ ღმერთი.
  2. ფსალმუნები 92:2
    დასაბამიდანაა განმტკიცებული შენი ტახტი; მარადიული ხარ შენ.
  3. იგავნი 8:22
    თავისი გზის დასაწყისშივე ვყავდი უფალს, თავის ქმნილებამდე, ძველთაგანვე.
  4. იგავნი 8:23
    ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე – დედამიწის უწინარეს.
  5. მიქა 5:2
    შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ჩემთვის ხელმწიფე ისრაელში; დასაბამიდან არის მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
  6. ებრაელთა 13:8
    იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.
  7. გამოცხადება 1:8
    მე ვარ ანი და ჰაე – ამბობს უფალი ღმერთი – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.

← ყველა თემა „ღ“-ზე