ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი არ პატიობს
17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გამოსვლა 23:21
იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
- მეორე რჯული 29:20
არ აპატიებს მას უფალი, რადგან აღინთება მაშინ უფლის რისხვა და შური იმ კაცზე და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი და აღგვის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
- იესო ნავეს ძე 24:19
და უთხრა იესომ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მომსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურისმგებელი ღმერთია იგი, არ გაპატიებთ თქვენს დანაშაულსა და ცოდვებს.
- ესაია 22:14
გამოუცხადა ცაბაოთ უფალმა ჩემს ყურს: „ნამდვილად არ მიგეტევებათ ეს დანაშაული, სანამ არ მოკვდებით,“ ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი.
- 4 მეფეთა 24:4
იმ უდანაშაულო სისხლის გამო, რომელიც დაღვარა მან და აღავსო მისით იერუსალიმი; არ ინება უფალმა ამის პატიება.
- მათეს 12:31-32
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
- მარკოზის 3:29
მაგრამ, ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას არასოდეს მიეტევება, არამედ მარადიული მსჯავრის თანამდებია.
- მათეს 6:15
ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
- მარკოზის 4:12
რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ.
- ოსია 1:6
კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა მას უფალმა: „ლორუხამა დაარქვი სახელად, რადგან აღარ შევიბრალებ ისრაელის სახლს და აღარასოდეს მივუტევებ.
- იოანეს 20:23
ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ.
- იობი 7:21
რად არ მომიტევებ შეცოდებას და არ განმაშორებ ჩემს დანაშაულს? რადგან, ცოტაც და დავწვები მტვერში, ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!
- იერემია 5:7
როგორღა გაპატიო ეს? შენმა ძეებმა მიმატოვეს და იმათ იფიცებენ, ღმერთები რომ არ არიან; მე ვანაყრებდი მათ, ისინი კი მრუშობდნენ და მეძავთა სახლებში მიიჩქაროდნენ.
- ნეემია 4:5
ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და შენ წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ მშენებლებს.
- ესაია 2:9
მოიდრიკა ადამიანი და დამდაბლდა კაცი; არ შეუნდობ მათ.
- იერემია 18:23
უფალო, შენ იცი მათი ყველა ბოროტი განზრახვა ჩემ წინააღმდეგ; ნუ აპატიებ დანაშაულს, ნუ წაშლი მათ ცოდვებს შენს თვალთაგან. დაე, დაემხონ შენ წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ.
- ფსალმუნები 108:14
გაუხსენდეს მისი მამების ბრალი უფლის წინაშე და დედამისის ცოდვა ნუ წაიშლება.