მთავარითემები „ღ“ღმერთი ანადგურებს

ღმერთი ანადგურებს

20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 12:14
    აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, კაცს დაატუსაღებს და ვეღარ გამოიხსნება.
  2. მეორე რჯული 9:3
    იცოდე დღეს, რომ უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, როგორც მშთანმთქმელი ცეცხლი; ის გაანადგურებს და დაამხობს მათ შენს წინაშე, განდევნი მათ და მალე დაღუპავ, როგორც გითხრა უფალმა;
  3. 4 მეფეთა 6:33
    ჯერ კიდევ ლაპარაკობდა იგი, რომ მეფეც მოვიდა და თქვა: „აჰა, უფლისგანაა ეს უბედურება! რაღად უნდა ვიტოვებდე უფლის იმედს?
  4. იერემია 4:6
    სიონისკენ აღმართეთ ალამი. გაიქეცით, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურება და დიდი ნგრევა მომაქვს ჩრდილოეთიდან.
  5. იერემია 45:4
    უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, რაც ავაშენე, იმას ვანგრევ და რაც დავრგე, მევე აღმოვფხვრი, და ასე იქნება მთელ ქვეყანაზე.
  6. გოდება იერემიასი 2:8
    განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, საბელი გააბა, ხელი არ აიღო მოსპობაზე; რისხვით დასცა მიწაყრილი და გალავანი, ერთად შემუსრა ისინი.
  7. იობი 10:8
    მთლიანად შენი ხელით ვარ გამოძერწილი და შექმნილი და შენვე მანადგურებ?!
  8. იერემია 15:6
    აკი მიმატოვე, ამბობს უფალი, ზურგი მაქციე. მეც გამოვიწვდენ შენზე ხელს და დაგღუპავ. დავიღალე შებრალებით.
  9. ესაია 13:6
    იტირეთ, რადგან ახლოსაა უფლის დღე; მოვა, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან.
  10. სოფონია 1:15
    რისხვის დღეა ეს დღე! უბედურებისა და გაჭირვების დღე, ნგრევისა და გაუდაბურების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ღრუბლებისა და ბურუსის დღე,
  11. ეკლესიასტე 5:6
    შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი – „შეცდომა იყოო ეს!“ რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი?
  12. ეზეკიელი 5:14
    მიგცემ შენ ასაოხრებლად და შესარცხვენად იმ ხალხებში, შენ გარშემო რომ არიან და ყოველი გამვლელის თვალში.
  13. იოველი 1:15
    ვაი იმ დღეს! რადგან მოახლოვდა უფლის დღე და ნგრევასავით მოვა ყოვლადძლიერისგან.
  14. ამოსი 5:9
    რომელიც ძლიერს დაქცევით დაატყდება თავს, რომ დაინგრეს ციხე-სიმაგრე.
  15. მიქა 6:16
    ყომრის დადგენილებებსა და ახაბის სახლის ყველა საქმეს ასრულებთ და დადიხართ მათი რჩევებით. ამიტომ გადაგცემ ასაოხრებლად და შენს მცხოვრებთ – სასირცხვოდ; იტვირთავს ჩემი ხალხი შერცხვენას.
  16. 1 კორინთელთა 1:19
    რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.
  17. 1 კორინთელთა 6:13
    საჭმელი მუცლისთვის, ხოლო მუცელი საჭმლისთვის; ღმერთი კი ერთსაც მოსპობს და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისთვის, არამედ უფლისთვის, ხოლო უფალი – სხეულისთვის.
  18. იაკობი 4:12
    ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
  19. იერემია 4:27
    რადგან ასე ამბობს უფალი: „მთელი ქვეყანა გაუდაბურდება, მაგრამ ბოლომდე არ მოვსპობ მას.
  20. 1 კორინთელთა 3:17
    თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ.

← ყველა თემა „ღ“-ზე