ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ადამიანთან ურთიერთობაში
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეზეკიელი 1:26
თაღის ზემოთ, მათ თავზე რომ იყო, საფირონის ქვის ტახტის მსგავსი რამ იდგა; ამ ტახტის მსგავსზე, მაღლა, ადამიანის მსგავსი რამ იჯდა.
- იობი 9:32
რადგან ჩემსავით ადამიანი არ არის იგი, რომ შევეპასუხო და ერთად წავიდეთ სასამართლოში.
- იობი 33:12
აი, ამაში არა ხარ მართალი. გიპასუხებ – რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
- იობი 10:4-5
ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები? ნუთუ შენი დღეებიც მოკვდავის დღეებივითაა? ან კაცის დღეებივითაა შენი წლები?
- ოსია 11:9
აღარ ვიმოქმედებ რისხვით ანთებული, აღარ დავღუპავ ეფრემს, რადგან ღმერთი ვარ და არა კაცი. წმიდა ვარ თქვენ შორის და რისხვით არ მოვალ.
- რიცხვნი 23:19
ღმერთი კაცი არ არის, რომ იცრუოს და არც კაცის ძეა, რომ აზრი შეიცვალოს. განა უთქვამს და არ გაუკეთებია?
- იობი 16:21
ოჰ, ნეტავ შეეძლოს ადამიანს ღმერთთან კამათი, როგორც კაცს – თავის მოყვასთან,
- 4 მეფეთა 5:7
წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, ეს კაცი კეთრისგან განსაკურნებლად რომ გამომიგზავნა? იცოდეთ, შემოჩენილია და მიზეზს ეძებს!
- საქმეები 5:29
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს.
- მათეს 22:21
თქვეს: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს – ღმრთისა!
- იერემია 32:27
აჰა, მე ვარ უფალი, ყველა ხორციელის ღმერთი. განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?
- მათე 22:32
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა.
- მარკოზის 12:27
ღმერთი მკვდრების კი არ არის, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი დიდად ცდებით.
- ლუკას 20:38
ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან მისთვის ყველა მათგანი ცოცხალია.
- დაბადება 24:50
და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: „უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.