ბიბლიის მუხლები თემაზე
გაუქმებული კანონები
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეფესელთა 2:15
თავისი სხეულით გააუქმა მტრობა - მცნებებისა და დებულებების კანონი - რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;
- კოლასელთა 2:14
გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
- ებრაელთა 7:18
ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო,
- ებრაელთა 8:13
რაკი თქვა „ახალიო”, ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან.
- ებრაელთა 10:1
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.
- ებრაელთა 12:27
ეს „კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.