ბიბლიის მუხლები თემაზე
განკითხვა საქმეთა მიხედვით
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 2:6
რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:
- 2 კორინთელთა 5:10
ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კეთილს თუ ბოროტს.
- 1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
- 1 პეტრეს 1:17
თუ მამას უწოდებთ იმას, ვინც მიუკერძოებლად, ყველას საქმეთა მიხედვით განიკითხავს, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო.
- გამოცხადება 20:12
ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ.
- ფსალმუნი 61:12
შენია უფალო წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი საქმისამებრ.
- იგავნი 24:12
თუ იტყვი: აჰა, არ ვიცოდიო ეს! განა ის, ვინც გულს წონის, ვერ მიხვდება? განა შენი სულის მცველმა არ იცის? განა კაცს თავისი საქმეებისამებრ არ მიუზღავს?
- კოლასელთა 3:25
ხოლო, ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს თავისი უსამართლობისთვის; მასში არაა პირმოთნეობა.
- იგავნი 11:31
აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს - უმართლოსა და ცოდვილს.
- 1 კორინთელთა 3:8
დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს,